საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

პროექტები

გამჭვირვალობის უზრუნველყოფა საქართველოს საბაჟოებზე

1 იანვარი, 2003 - 31 დეკემბერი, 2003

პარტნიორი:
ეუთოს (OSCE) მისია საქართველოში

პროექტის მიზანი:

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის პროცედურებთან დაკავშირებული კანონმდებლობის პოპულარიზაცია, ასევე ექსპორტიორი და იმპორტიორი მეწარმეების შესახებ საინფორმაციო ბაზების შემუშავება.

პროექტის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის პროცედურებთან დაკავშირებული ინფორმაციის ფართოდ გავრცელების მიზნით გამოქვეყნდა გზამკვლევი "როგორ გადავკვეთოთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი". გზამკვლევში მოცემულია ინფორმაცია საქართველოს სასაზღვრო და საბაჟო გამშვები პუნქტების, საბაჟო გაფორმების ადგილების, გაფორმებისთვის კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების, იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის საბაჟო რეჟიმების, ასევე საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული გადასახადებისა და მოსაკრებლების შესახებ.

პუბლიკაცია გამოქვეყნდა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. იგი უსასყიდლოდ დაურიგდა 1500-ზე მეტ მსურველს (მეწარმეს და ფიზიკურ პირს).

პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა მონაცემთა ბაზა, რომელშიც თავმოყრილია ინფორმაცია 800-ზე მეტი ექსპორტიორი და იმპორტიორი მეწარმის შესახებ.

პროექტის ბენეფიციარები: მეწარმეები და ფიზიკური პირები.

 

გაუზიარე მეგობრებს:

პროექტები

პარტნიორი:
სურსათის ეროვნული სააგენტო, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო

პარტნიორი:
ა(ა)იპ თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება

პროექტები | Economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი