პარტნიორი:
ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM – საქართველოს წარმომადგენლობა
პროექტის მიზანი:
ქვეყანაში ფინანსური გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით ბიუჯეტის მონიტორინგი.
პროექტის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა ეკონომიტთა ასოციაციამ განახორციელა (ქ. ზუგდიდის) ბიუჯეტის შესრულებისა და ფორმირების მონიტორინგი და ასევე განხორციელდა მოსახლეობის ურგენტული მომსახურების პროგრამის მონიტორინგი.
აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტ "გამჭირვალე ბიუჯეტის" ფარგლებში განხორციელდა "2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისა და ზუგდიდის რაიონული ბიუჯეტის I კვარტლის შესრულების მონიტორინგის შედეგების შესახებ" მომზადებული ბიულეტენის პრეზენტაცია. აღნიშნული ღონისძიების ძირითად მიზანს სახელმწიფო და ზუგდიდის რაიონული ბიუჯეტების გამჭირვალობისა და საჯაროობის დონის ამაღლება წარმოადგენდა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ მასმედიის, საერთაშორისო ორგანიზაციების სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
პროექტის ბენეფიციარები: სამოქალაქო საზოგადოება, საბიუჯეტო ორგანიზაციები.