პარტნიორი:
ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM – საქართველოს წარმომადგენლობა
პროექტის მიზანი:
ქვეყანაში ფინანსური გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით ბიუჯეტის მონიტორინგი.
პროექტის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა (ქ. ქუთაისის) ბიუჯეტის შესრულების და ფორმირების მონიტორინგი. გამოიცა გზამკვლევი "გამჭირვალე ბიუჯეტი", ასევე ტრენინგები ჩაუტარდა ადგილობრივი მასმედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. ტრენინგ-პროგრამა მიზნად ისახავდა ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრში მიმოხილვას და საბიუჯეტო საკითხებისადმი მიზნობრივი აუდიტორიის ინფორმირების გაზრდას.
პროექტის ბენეფიციარები: სამოქალაქო საზოგადოება, საბიუჯეტო ორგანიზაციები.