პარტნიორი:
IRIS Georgia, USAID
პროექტის მიზანი:
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ რეკომენდაციების მომზადება.
პროექტის ფარგლებში მეწარმეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია და შეიძინეს უნარ-ჩვევები ლიცენზიის/ნებართვის გაცემის პროცედურებთან დაკავშირებით. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა მეწარმეთა ინფორმირებულობის დონე. პროექტის მიმდინარეობისას გაიმართა 10 სამუშაო შეხვედრა და მოეწყო განხილვები ლიცენზიის/ნებართვის გამცემი უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით; 250-ზე მეტ მეწარმეს ჩაუტარდა ტრენინგები; 1000-ზე მეტმა დაინტერესებულმა პირმა მიიღო უფასო კონსულტაცია “ლიცენზირების ცხელი ხაზის” საშუალებით. პროექტის ფარგლებში ლიცენზირების ახალ კანონთან დაკავშირებით მომზადდა შენიშვნები და რეკომენდაციები. ასოციაციის მიერ მომზადებული რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი გათვალისწინებული იქნა “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” ახალი კანონმდებლობის მომზადებისას.
პროექტის ბენეფიციარები: მეწარმეები.