პარტნიორი:
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
პროექტის მიზანი:
ქ. ქუთაისის თვითმმართველობის ორგანოების საბიუჯეტო და ბიუჯეტგარეშე საქმიანობებში გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და კორუფციის დონის შემცირება, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მოქალაქეთა ინტერესებისა და საჭიროების გათვალისწინების ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა ქ. ქუთაისის 2005-2006 წლის საბიუჯეტო პროცესების მონიტორინგი და ანალიზი; აღმოჩენილ იქნა კონკრეტული კორუფციული სამართალდარღვევები და მოხდა შესაბამისი რეაგირება; მოსახლეობამ მიიღო ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებისა და საბიუჯეტო პროცესის მონიტორინგის კუთხით. შეიქმნა მოკლევადიანი ანტიკორუფციული გეგმა, რომელმაც მომავალში არჩეული თვითმმართველობის ორგანოსათვის შეასრულა სახელმძღვანელო დოკუმენტის როლი. პროექტის მიმდინარეობისას ასევე მომზადდა საინფორმაციო ბაზა, რომელიც მნიშვნელოვნად დაეხმარა თვითმმართველობის ორგანოებს წინა წლებში არსებული მდგომარეობის გასაანალიზებლად.
პროექტის ბენეფიციარები: სამოქალაქო საზოგადოება, ქ. ქუთაისის მერია.