პარტნიორი:
ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო
პროექტის მიზანი:
ქ. ქუთაისის სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლების საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმების დამკვიდრება-განვითარების ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში ქ. ქუთაისის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში დამკვიდრდა საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმები. მნიშვნელოვნად შემცირდა კორუფციის მასშტაბები და ამაღლდა სასწავლებლების საქმიანობების გამჭვირვალობის დონე. პროექტის ფარგლებში სტუდენტთა და ლექტორ-მასწავლებელთა მონაწილეობით შეიქმნა საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფები. სასწავლებლების ადმინისტრაციებისთვის შესაძლებელი გახდა კაპიტალური პროგრამებისა და პროგრამული ბიუჯეტების შედგენა.
პროექტის ბენეფიციარები: სამოქალაქო საზოგადოება, ქ. ქუთაისის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლები.