საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

პროექტები

ქ. ქუთაისის სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლების მონიტორინგი

1 სექტემბერი, 2005 - 1 თებერვალი, 2006

პარტნიორი:
ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო

პროექტის მიზანი:

ქ. ქუთაისის სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლების საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმების დამკვიდრება-განვითარების ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში ქ. ქუთაისის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში დამკვიდრდა საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმები. მნიშვნელოვნად შემცირდა კორუფციის მასშტაბები და ამაღლდა სასწავლებლების საქმიანობების გამჭვირვალობის დონე. პროექტის ფარგლებში სტუდენტთა და ლექტორ-მასწავლებელთა მონაწილეობით შეიქმნა საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფები. სასწავლებლების ადმინისტრაციებისთვის შესაძლებელი გახდა კაპიტალური პროგრამებისა და პროგრამული ბიუჯეტების შედგენა.

პროექტის ბენეფიციარები: სამოქალაქო საზოგადოება, ქ. ქუთაისის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლები.

გაუზიარე მეგობრებს:

პროექტები

პროექტები | Economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი