საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

პროექტები

ყველაფერი კანონმდებლობისა და პროცედურების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის

1 იანვარი, 2006 - 1 იანვარი, 2007

პარტნიორი:
ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო

პროექტის მიზანი:

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ახლადმიღებული და პერიოდულად ცვალებადი თვითმმართველობის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და პროცედურების  შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დანერგვაში ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა ადგილობრივი თვითმმართველობის მარეგულირებელი კანონმდებლობის სისტემატიზაცია-კოდიფიკაცია და ანალიზი, რომლის საფუძველზე მომზადდა გამარტივებულ ენაზე შედგენილი ელექტრონული სახელმძღვანელო "ყველაფერი კანონმდებლობისა და პროცედურების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის". სახელმძღვანელოსთან ერთად შეიქმნა საქართველოს ელექტრონული რუკა, სადაც მოცემულია ყველა თვითმმართველი ქალაქი და მუნიციპალიტეტი, მათი ადმინისტრაციული საზღვრები, მსხვილი დასახლებული პუნქტები, მდინარეები, გზები, მოსახლეობის რაოდენობა, ფართობი და სხვა სტატისტიკური და პრაქტიკული ინფორმაცია. მომზადებული სახელმძღვანელო და ელექტრონული რუკა ჩაიწერა კომპაქტ-დისკებზე და გადაეგზავნა ყველა თვითმმართველ ერთეულს. ამასთან, მოხდა მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით სახელმძღვანელოს ორჯერადი განახლება და აღნიშნული მასალით თვითმმართველობების ოპერატიული უზრუნველყოფა.

პროექტის ბენეფიციარები: ადგილობრივი თვითმმართველობები, სამოქალაქო საზოგადოება. 

გაუზიარე მეგობრებს:

პროექტები

პარტნიორი:
სურსათის ეროვნული სააგენტო, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო

პარტნიორი:
ა(ა)იპ თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება

პროექტები | Economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი