საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

პროექტები

საგადასახდო კანონმდებლობის დანერგვა

1 მარტი, 2006 - 1 დეკემბერი, 2006

პარტნიორი:
საერთაშორისო იურიდიული თანამშრომლობის ცენტრი (ჰოლანდია)

პროექტის მიზანი:

საქართველოში საგადასახადო კოდექსის დანერგვის ხელშეწყობა მეწარმეებისა და საჯარო მოხელეების ცნობიერების გაზრდის გზით.

პროექტის ფარგლებში მომზადდა გზამკვლევი "გადასახადები და საგადასახადო სისტემა" (2006 წლის მდგომარეობით). გზამკვლევის მომზადებისას აქტიური თანამშრომლობა და განსხვავებულ მოსაზრებათა შეჯერების პროცესი მიმდინარეობდა ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით კომენტარები მომზადდა ქართულ-ინგლისურ ენებზე.

ჩატარდა ტრენინგები მეწარმეებისთვის, საგადასახადო ინსპექტორებისა და მოსამართლეებისთვის თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და თელავში. ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა მეწარმემ. პროექტის საინფორმაციო კამპანია მიზნად ისახავდა საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებას, გავრცელდა საინფორმაციო ბუკლეტები. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ პროექტმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა მასმედიის წარმომადგენლების მხრიდან.

პროექტის წარმატების ბარომეტრად შეიძლება მივიჩნიოთ მეწარმეების დიდი ინტერესი. სწორედ მიზნობრივი აუდიტორიის დამოკიდებულებამ განსაზღვრა, პროექტის ფარგლებში მომზადებულიყო გზამკვლევის - ”გადასახადები და საგადასახადო სისტემა” - განახლებული ვერსია. გზამკვლევის მეორე გამოცემა მომზადდა საქართველოს ნორმატიული აქტების საფუძველზე (2007 წლის 1 მარტის მდგომარეობით).

უფასო გზამკვლევი მიიღო 4000-ზე მეტმა მსურველმა საქართველოს მასშტაბით.

პროექტის ბენეფიციარები: მეწარმეები და ფიზიკური პირები.

გაუზიარე მეგობრებს:

პროექტები

პარტნიორი:
სურსათის ეროვნული სააგენტო, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო

პარტნიორი:
ა(ა)იპ თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება

პროექტები | Economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი