პარტნიორი:
ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM - საქართველოს წარმომადგენლობა, Oxfam NOVIB
პროექტის მიზანი:
საქართველოს მთავრობაზე ზეგავლენით უკიდურესად ღარიბი მოსახლეობის რაოდენობისა და დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის დონის შემცირება; ასევე, ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევის ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში სისტემატურად ეწყობოდა სამუშაო შეხვედრები კოალიციის წარმომადგენლებთან. ჩატარდა რეგიონული შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან ბათუმში, ქუთაისში, გორსა და ზუგდიდში. შეხვედრებს დაესწრო 80-ზე მეტი რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ალიანსის მოხალისეებმა გაიარეს სპეციალური ტრენინგი. 2006 წლის 17 ოქტომბერს დაიწყო პეტიციებზე ხელმოწერების შეგროვება და მოეწყო Stand Up აქცია. 2007 წლის 3 მარტს გაიმართა აქცია, რომლის ფარგლებშიც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს - ლადო ჭიპაშვილს და საქართველოს პარლემენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს - გიგი წერეთელს გადაეცათ 20 654 მოქალაქის მიერ ხელმოწერილი პეტიცია.
პარტნიორი ორგანიზაციები: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,Welfare Foundation.
პროექტის ბენეფიციარები: სამოქალაქო საზოგადოება.