პარტნიორი:
დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM - საქართველოს წარმომადგენლობა, Oxfam NOVIB
პროექტის მიზანი:
სახელმწიფო პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა, რათა უზრუნველყოფილ იქნას ღარიბი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა შრომის ბაზრის კვლევა იმერეთის რეგიონში, რომელიც გამოირჩევა უმუშევრობის მაღალი დონით. კვლევის შედეგად შეფასდა მოთხოვნა პროფესიებისა და ხელობების მიხედვით, დადგინდა დამქირავებლის პოზიციები. 2007 წლის დეკემბერში ჩატარდა ტრენინგი უმუშევრებისათვის. დასაქმების სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგის შედეგების საფუძველზე 2008 წლის მაისში შემუშავდება დასაქმების პროგრამის მოდელი.
ათასწლეულის განვითარების მიზნების პერიოდის შუა წერტილთან დაკავშირებით (07.07.07) მოეწყო "ავტობუსით ტური" დასავლეთ საქართველოს მასშტაბით, რომლის ფარგლებშიც უკიდურესად ღარიბ მოსახლეობას იმერეთისა და აჭარის რეგიონში მიეწოდათ ინფორმაცია მათთვის ხელმისაწვდომი სახელმწიფო პროგრამების შესახებ.
17 ოქტომბერს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ჩატარდა აქცია-კონცერტი "მომავალი სიღარიბის გარეშე". 2008 წლის 8 მარტსა და 1 მაისს ალიანსი გამოეხმაურა მსოფლიოს გამოძახილს და ჩაატარა მობილიზაციის აქციები.
ალიანსი "მომავალი სიღარიბის გარეშე" წარმოადგენს ეროვნულ პლატფორმას საერთაშორისო მოძრაობის - "გლობალური მოწოდება ქმედებისაკენ სიღარიბის წინააღმდეგ" (GCAP).
პროექტის ბენეფიციარები: სამოქალაქო საზოგადოება, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა.
პარტნიორი ორგანიზაციები: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,Welfare Foundation.