პარტნიორი:
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
პროექტის მიზანი:
რაიონის პრიორიტეტული საჭიროებების გამოვლენა და რეკომენდაციების შემუშავება მიგრანტთა მიერ გადმორიცხული თანხების ეფექტიანად გამოყენების მიზნით.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა თიანეთის მუნიციპალიტეტის სოციალ-ეკონომიკური შეფასება; მიგრანტთა თანხების ეფექტური გამოყენების სფეროების იდენტიფიკაცია; კვლევის შედეგების პრეზენტაცია თიანეთის მოსახლეობისთვის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მიგრანტებისთვის ათენში.
პროექტის დასკვნით ეტაპზე მომზადდა ანგარიში თიანეთის რაიონის ეკონომიკური გარემოს შეფასებისა და მიგრანტთა თანხების ეფექტური გამოყენების სფეროების იდენტიფიკაციის შესახებ.
პროექტის ბენეფიციარები: მიგრანტები, თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა.