პარტნიორი:
საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსი, USAID
პროექტის მიზანი:
საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობის შესწავლა, ამ სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიკაცია და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება. პროექტის ფარგლებში განხორციელდა: სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელთ არსებული ინფორმაციის თავმოყრა და ანალიზი; სატელეფონო კვლევა 500 მცირე და საშუალო საწარმოში; ჩატარდა ფოკუს ჯგუფი სხვადასხვა სექტორში დასაქმებული მეწარმეების მონაწილეობით; ჩატარდა სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით; მომზადდა და გამოიცა ანგარიში მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობის შესახებ.
პროექტის ბენეფიციარები: მეწარმეები და ფიზიკური პირები.