საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

პროექტები

ბიზნესის განვითარების მომსახურება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში

1 ოქტომბერი, 2009 - 1 ოქტომბერი, 2010

პარტნიორი:
UNDP

პროექტის მიზანი:

 

პროექტის მიზანს წარმოადგენდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცირე მეწარმეების მხარდაჭერა ბიზნესის განვითარების და ბიზნესსესხის აღების მიზნით. ფერმერები იყვნენ სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის და მომსახურების სფეროებიდან.

აღწერა:

პროექტის პირველ ეტაპზე ჩატარდა 20 საინფორმაციო სესია თემებში პროექტის ამოცანების და ბიზნესის განვითარების სერვისების გასაცნობად. ამასთან ცნობადობის ასამაღლებლად ჩატარდა შესაბამისი PR კამპანია (პოსტერები, რადიო გადაცემები, სტატიები გაზეთებში და სხვა). სპეციალური ტრენინგ სესსიების, ბიზნესკონსულტაციებისა და ბიზნესგეგმების მომზადების მომსახურებით ისარგებლეს 30-მდე თემში მთელი რეგიონის მასშტაბით. მომსახურება მიეწოდა როგორც დამწყებ, ასევე არსებულ ბიზნესებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალი მეწარმეების ჩართვას პროცესში.

საბოლოოდ 1200-მდე პირმა მიიღო სხვადასხვა ბიზნესმომსახურება. 447 პირს ჩაუტარდა შესაძლებლობების გაზრდის ტრენინგი. მომზადდა 226 ბიზნესგეგმა ძირითადად სოფლის მეურნეობის და მომსახურების სექტორებში. ბენეფიციარების 30%-ზე მეტმა მიიღო ბიზნესსესხები პროექტის პარტნიორი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან.

პარტნიორი ორგანიზაციები: მიკროსაფინანსო ორგანიზაციები

პროექტის ბენეფიციარები: მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსახლეობა (ქალები, დევნილები და მცირე ბიზნესები).

გაუზიარე მეგობრებს:

პროექტები

პარტნიორი:
სურსათის ეროვნული სააგენტო, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო

პარტნიორი:
ა(ა)იპ თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება

პროექტები | Economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი