პარტნიორი:
აღმოსავლეთ-დასავლეთის მენეჯმენტის ინსტიტუტი (EWMI)
პროექტის მიზანი:
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაციების ადვოკატირების უნარების და შესაძლებლობების შეფასების კვლევა. შეფასება ჩატარდა საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების პროექტის (G-PAC) დაკვეთით. პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მენეჯმენტის ინსტიტუტი (EWMI).
კვლევის შედეგების მიხედვით მომზადდა მოთხოვნის შესაბამისი ადოკატირების უნარების განვითარების პროგრამა. კვლევის შედეგად გამოვლინდა არასამთავრობო ორგანიზაციების არსებული გამოცდილება, ასევე შეფასდა ადვოკატირების ეფექტიანად განხორციელების უნარები და შესაძლებლობები. ასევე, გამოიკვეთა ის ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორები, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებენ ორგანიზაციების მიერ ეფექტურ ადვოკატირების განხორციელებაზე. სულ გამოიკითხა 100 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს მასშტაბით. ასევე, ჩატარდა 12 ფოკუს ჯგუფის შეხვედრა მოსახლეობასთან და გაკეთდება სამაგიდო კვლევა.
პროექტის ბენეფიციარები: არასამთავრობო ორგანიზაციები.