საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

პროექტები

თემების ტექნიკური მხარდაჭერა ეკონომიკური განვითარების გეგმების მომზადების პროცესში

1 დეკემბერი, 2011 - 1 დეკემბერი, 2012

პარტნიორი:
ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა NEO (USAID)

პროექტის მიზანი:

 

პროექტის მიზანია დახმარება გაეწიოს NEO-ს შერჩეულ თემებს მათი ეკონომიკური განვითარების გეგმების შემუშავებაში. ამ დახმარების მიზანია განისაზღვროს ეკონომიკის პერსპექტიული სექტორები, ჩამოყალიბდეს პრიორიტეტები ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის, ხელი შეეწყოს საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგს და ინვესტიციების მოზიდვას თემებისათვის პრიორიტეტული პროექტების განხორციელების მიზნით.

განხორციელებული საქმიანობები:

მომზადდა 55 თემის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა (25 დასავლეთ და 30 აღმოსავლეთ საქართველოში) სულ 9 მუნიციპალიტეტში. გეგმებში მოცემულია განვითარების პრიორიტეტები და პროექტები 4 ძირითადი მიმართულებებით: სოფლის მეურნეობა; არასასოფლო სამეურნეო ბიზნესი; ინფრასტრუქტურა და სოციალური სექტორი.

პროექტის ბენეფიციარები: ადგილობრივი, რეგიონული და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები, თემის სამუშაო და ფოკუს ჯგუფების წევრები, დონორი ორგანიზაციები, თემის მოსახლეობა, სხვადასხვა განმახორციელებელი პარტნიორები და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

გაუზიარე მეგობრებს:

პროექტები

პარტნიორი:
სურსათის ეროვნული სააგენტო, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო

პარტნიორი:
ა(ა)იპ თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება

პროექტები | Economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი