საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

პროექტები

მოქალაქეთა თანამონაწილეობა პროგრამული ბიუჯეტირების პროცესში მუნიციპალურ დონეზე

1 ივნისი, 2013 - 1 ნოემბერი, 2013

პარტნიორი:
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამხრეთ კავკასიის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა

პროექტის მიზანი:

საეამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამხრეთ კავკასიის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფინანსური მზარდაჭერით განახორციელა პროექტი, რომლის მიზანი იყო მუნიციპალური ბიუჯეტირების პროცესში მოქალაქეთა თანამონაწილეობის გაძლიერება და ანგარიშვალდებულების გაზრდა.  კერძოდ პროექტის ამოცანები იყო:

 

  • მუნიციპალიტეტის ბიუჯეტირების პროცესის და შესაბამისად მოქალაქეთა თანამონაწილეობის შესახებ ბროშურის შემუშავება და გავრცელება;
  • მიზნობრივი მუნიციპალიტეტებისთვის სპეციალური სახელმძღვანელოს შემუშავება საზოგადოების თანამონაწილეობის გაზრდის თაობაზე პროგრამების შემუშავების და განხორციელების პროცესში. შედეგად მოხდება ანგარიშვალდებულების და გამჭირვალობის უზრუნველყოფა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიდან გათვალისწინებით;
  • სამუშაო შეხვედრების ჩატარება მიზნობრივ მუნიციპალიტეტებში შერჩეული პროგრამებისთვის, რათა პროგრამები გახდეს მეტად ორიენტირებული მოსახლეობაზე და ითვალისწინებდეს მათ აქტიურ თანამონაწილეობას;
  • გზამკვლევით მომავალში სარგებლობის ადვოკატირება ფინანსთა სამინისტროსში;
  • ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა მიზნობრივ მუნიციპალიტეტებში რათა აქტიურად ჩაერთონ პროგრამული ბიუჯეტების შემუშავების პროცესში.

პროექტის პილოტაჟი განხორციელდა საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში: თელავი, საგარეჯო, გორი, ხაშური, ბორჯომი და ახალციხე. 

გაუზიარე მეგობრებს:

პროექტები

პარტნიორი:
სურსათის ეროვნული სააგენტო, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო

პარტნიორი:
ა(ა)იპ თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება

პროექტები | Economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი