პარტნიორი:
ევროკომისია , World Vision Georgia
პროექტის მიზანი:
პროექტის მთავარი მიზანია ადგილობრივი თვითთმართველობების ანგარიშვალდებულობის, ეფექტიანობის და მომსახურებების მიწოდების ხარისხის გაზრდის ხელშეწყობა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების გზით.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა საქმიანობები, რომლებიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თემების და სათემო ორგანიზაციების გაძლიერებას და მათი თანამონაწილეობის უზრუნველყოფას ადგილობრივი თვითთმართველობის პროცესებში. პროექტით ასევე დაგეგმილია ადგილობრივი თვითთმართველობების შესაძლებლობების გაზრდა რათა მათ გაუმჯობესებული ხარისხით მოახდინონ მომსახურებების მიწოდება.