საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

პროექტები

მოქალაქეთა გაძლიერება ანგარიშვალდებულობისა და თანამონაწილეობისათვის

15 მაისი, 2014 - 30 ნოემბერი, 2014

პარტნიორი:
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)

პროექტის მიზანი:

პროექტის საბოლოო მიზანია მოქალაქეთა თანამონაწილეობის მექანიზმების შემუშავება პარტნიორ მუნიციპალიტეტებში და ადგილობრივი თვითმმართველობების ანგარიშვალდებულების გაზრდის ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში შერჩეულ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით შეიქმნება პლატფორმა მოქალაქეთა დიალოგისა და მათი ჩართულობისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც გაზრდის პროგრამული ბიუჯეტების ანგარიშვალდებულებას.

ზემოთხსენებული მიიღწევა მოქალაქეთა ჩართულობის და თანამონაწილეობის შესაძლო გზების გამოვლენით და დანერგვით მუნიციპალური პროგრამული ბიუჯეტების შემუშავებაში.

კონკრეტულად:

 

  • მიზნობრივ მუნიციპალიტეტებში შერჩეული პროგრამებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოქალაქეების დიალოგის ხელშეწყობა, მიმდინარე ბიუჯეტების დეტალების მოსახლეობისთვის გაცნობისა და მათი მოსაზრებების გათვალისწინების მიზნით;
  • მოქალაქეთა ხელშეწყობა ადვოკატირების სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში;
  • თემატური სამუშაო ჯგუფების შექმნის ხელშეწყობა მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად პროგრამული ბიუჯეტირების პროცესში;
  • საკრებულოსა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის პროექტის შედეგების გაზიარება.

 

პროექტი განხორციელდება საპილოტედ საქართველოს 3 მუნიციპალიტეტში: გორი, ბორჯომი და ახალციხე.

გაუზიარე მეგობრებს:

პროექტები

პარტნიორი:
სურსათის ეროვნული სააგენტო, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო

პარტნიორი:
ა(ა)იპ თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება

პროექტები | Economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი