საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

პროექტები

მისტიური კვლევა

1 ივლისი, 2014 - 1 ნოემბერი, 2014

პარტნიორი:
შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანია”

პროექტის მიზანი:

შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” მგზავრთა მონიტორინგის სამსახურის კონტროლიორების მომსახურების ხარისხის, მგზავრთა გაბილეთიანების პროცესის, კონფლიქტურ სიტუაციებში კონტროლიორის ქცევის და უფლებამოსილებების გადაჭარბების შემთხვევების დაფიქსირება და  დაკვირვება.

განხორციელებული საქმიანობები:

პროექტის ფარგლებში განხორციელდა ორეტაპიანი დაკვირვება შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” მგზავრთა მონიტორინგის სამსახურის კონტროლიორების საქმიანობაზე. სულ 210 დაკვირვება განხორციელდა და შედეგად გამოვლინდა კონტროლიორების მიერ უფლებამოსილებების გადაჭარბების შემთხვევები და შესწავლილ იქნა კონფლიქტურ სიტუაციებში კონტროლიორის ქცევა.

დაკვირვება ჩატარდა  საეა-ს კვლევის მეთოდოლოგიის საფუძველზე, რის შედეგადაც მომზადდა რეკომენდაციები კონტროლიორების მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

 ბენეფიციარები: მგზავრთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები.

გაუზიარე მეგობრებს:

პროექტები

პროექტები | Economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი