საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

პროექტები

პროგრამა ”აწარმოე საქართველოში”-ის ფინანსური მონიტორინგი და ეფექტიანობის შეფასება

1 აგვისტო, 2015 - 29 თებერვალი, 2016

პარტნიორი:
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით, იწყებს ახალ პროექტს - „აწარმოე საქართველოში-ის ფინანსური მონიტორინგი და ეფექტიანობის შეფასება“. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში წარმოების განვითარებას და მწარმოებლურობის დონის ზრდას. პროგრამა შედგება რამდენიმე კომპონენტისაგან და მოიცავს სოფლის მეურნეობის წახალისების პროექტს, მრეწველობის წახალისების პროექტს და ინფრასტრუქტურით დახმარების პროექტს.

საეა-ს პროექტი ხელს შეუწყობს მრეწველობის წახალისების კომპონენტის განხორციელების ეფექტიანობის გაზრდას და მისი ფინანსური მართვის გაუმჯობესებას.   პროექტის ფარგლებში დაგემილია ისეთი აქტივობები როგორიცაა: მრეწველობის წახალისების კომპონენტის ეფექტიანობის შეფასება, ფინანსური მონიტორინგი, პროგრამის მონიტორინგის გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციების შემუშავება, მიღებული გამოცდილების შეფასება და მისი გაზიარება სხვა საჯარო ფინანსების გაუმჯობესებით დაინტერესებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის.

პროექტის ფარგლებში მომზადდება შუალედური და საბოლოო ანგარიშები, რომლის წარდგენაც მოხდება ფართო საზოგადოების წინაშე. 

გაუზიარე მეგობრებს:

პროექტები

პროექტები | Economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი