პროექტის მიზანი: ხელი შეუწყოს საქართველოში კარგი მმართველობის, ანგარიშვალდებულების და ინკლუზიური საჯარო პოლიტიკის ფორმირებას, რომელიც მოიცავს ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე.
გეოგრაფიული არეალი:
საქართველოს 6 რეგიონის 13 მუნიციპალიტეტი:
- კახეთის რეგიონი: თელავი, გურჯაანის და ყვარლის მუნიციპალიტეტები;
- სამცხე-ჯავახეთის რეგიონი: ახალციხის და ადიგენის მუნიციპალიტეტები;
- იმერეთის რეგიონი: ბაღდათის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტები;
- ქვემო ქართლის რეგიონი: რუსთავის და მარნეულის მუნიციპალიტეტები;
- სამეგრელოს რეგიონი: აბაშის და სენაკის მუნიციპალიტეტები;
- აჭარის რეგიონი: ბათუმის და შუახევის მუნიციპალიტეტები.
მოსალოდნელი შედეგები:
- გაძლიერებულ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ ზეგავლენის მოხდენა საჯარო პოლიტიკის ფორმირებაზე და ეფექტიანად ადვოკატირებენ მათი სამიზნე ჯგუფების უფლებებს;
- ადგილობრივ დონეზე განვითარებულია თემის საჭიროებებზე მორგებული ეფექტიანი და ინკლუზიური პოლიტიკა;
- გაზრდილი სოციალური ანგარიშვალდებულების, და თანამონაწილეობითი გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკის ხელშეწყობის შედეგად ადგილობრივი თვითმმართველობა უფრო სანდო, ლეგიტიმური და ეფექტიანია;
- ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის მდგრადობა მხარდაჭერილია სექტორთაშორისი (მათ შორის კერძო სექტორის), პარტნიორობის განვითარებით.
საეა-ს მიმართულებები:
- არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა ადვოკატირებასა და მონაწილეობითი ბიუჯეტის შემუშავებასა და მონიტორინგში;
- მონაწილეობითი პოლიტიკის და გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკის განვითარების მიზნით ადგილობრივ თვითმმართველობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაღრმავება;
სამიზნე ჯგუფი:
- საქართველოს 6 რეგიონში მოქმედი ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები;
- 13 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები საქართველოს 6 რეგიონიდან;
- ადგილობრივი ბიზნესი;
- დაახლოებით 200 თემი სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან.