პარტნიორი:
ევრაზიის ფონდი, სამხრეთ კავკასიის თანაშრომლობის პროგრამა
პროექტის მიზანი:
ამიერკავკასიის ქვეყნების საბაჟო გამშვებ პუნქტებში არსებული მდგომარეობის ანალიზი, რეგიონალურ საბაჟოებზე გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზნით.
პროექტის ფარგლებში მომზადდა ანალიტიკური ანგარიში ამიერკავკასიის ქვეყნების (საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის) საბაჟო სისტემებში არსებული მდგომარეობის შესახებ. ჩატარდა კანონმდებლობისა და ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკური ანალიზი. გაიმართა სამი რეგიონალური შეხვედრა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ექსპერტების, ადგილობრივი ბიზნესმენებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით. საბაჟო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული პრობლემებისა და მათი წარმოშობის მიზეზების იდენტიფიკაციისათვის პროექტის ფარგლებში გამოკითხულ იქნა 1200 ფიზიკური პირი და მეწარმე.
პარტნიორი ორგანიზაციები: საერთაშორისო გამჭვირვალობა – სომხეთი, მეწარმეობისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარების ფონდი – აზერბაიჯანი.
პროექტის ბენეფიციარები: მეწარმეები და ფიზიკური პირები.