საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

პროექტები

სახელმწიფო სოციალური დახმარების პროგრამის მონაწილეობითი მონიტორინგი

1 ივნისი, 2006 - 1 აპრილი, 2007

პარტნიორი:
დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM - საქართველოს წარმომადგენლობა.

პროექტის მიზანი:

მდგრადი მონიტორინგის სქემის შემუშავება "სახელმწიფო სოციალური დახმარების პროგრამის" სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი მონაწილოებითი მონიტორინგის ფასილიტაციის გზით.

პროექტის ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ჩატარდა პანელური კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა ფულადი სოციალური დახმარების მიმღები 25 ოჯახი. კვლევის შედეგად შეფასდა სოციალური შემწეობის ზეგავლენა ოჯახების ცხოვრების დონეზე. სამეგრელოს რეგიონში ჩატარდა სოციალური შემწეობის პროგრამაში მონაწილე 1100 ოჯახის რაოდენობრივი კვლევა, ასევე შესწავლილ იქნა თემების მიერ დასახელებული 700 შეჭირვებული ოჯახი.

კვლევების შედეგად შეფასდა მონაცემთა ბაზების ფორმირების პროცესი, გამოვლინდა პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროცედურული და თვისობრივი პრობლემა. პროექტის ფარგლებში მუდმივად ტარდებოდა სამუშაო შეხვედრები დასაქმებისა და სოციალური დახმარების სააგენტოსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან.

პროექტის ბოლოს ჩატარებული კვლევების შედეგები და  მიგნებები გამოიცა ანგარიშის სახით. ანგარიშის ”სახელმწიფო სოციალური დახმარების პროგრამის მონაწილეობითი მონიტორინგი სამეგრელოს რეგიონში” პრეზენტაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა მასმედიის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან.

პროექტის ბენეფიციარები: სამოქალაქო საზოგადოება, სახელმწიფო სუბსიდიების სააგენტო, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა

პარტნიორი ორგანიზაცია: სახელმწიფო სუბსიდიების სააგენტო.

გაუზიარე მეგობრებს:

პროექტები

პარტნიორი:
სურსათის ეროვნული სააგენტო, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო

პარტნიორი:
ა(ა)იპ თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება

პროექტები | Economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი