ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პროფილი
გამოქვეყნებული:
1 ივნისი, 2021
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ინვესტორს სთავაზობს ჯანსაღ, ეკოლოგიურ გარემოს და უნიკალურ ბუნებას. ტყის რესურსების ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეების მდიდარი რესურსები. მრავალფეროვანი წიაღისეული და წყლის რესურსები მაღალი საწარმოო, ენერგეტიკული და რეკრეაციული პოტენციალით. ვაზის უნიკალური ჯიშები და ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება - ხვანჭკარის მიკროზონა და ღვინო „ხვანჭკარას“ საერთაშორისო ცნობადობა. ტურიზმის მრავალფეროვანი მიმართულებების განვითარების პირობები და შაორის წყალსაცავის რესურსი.