საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

პუბლიკაცია

2019 წელს სახელმწიფო გრანტების გაცემის მონიტორინგი

გამოქვეყნებული: 9 მარტი, 2022

2019 წელს საჯარო ინსტიტუტების მიერ საბიუჯეტო სახსრებიდან გაცემული სახელმწიფო გრანტების მონიტორინგი განახორციელა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ხელშეწყობითა და ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

კვლევის / მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო გრანტის გამცემი საჯარო ინსტიტუტების მიერ გრანტების გაცემის პროცესის ეფექტიანობის შესწავლა, გრანტის გაცემის კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს განხორციელებული სამაგიდე კვლევის, რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევების გაერთიანებულ ანალიზს. ანგარიშში ერთი მხრივ, შესწავლილია სახელმწიფო გრანტის გაცემის და შესაბამისი მარეგულირებელი საკანონმდებლო გარემო, ხოლო მეორე მხრივ, შეფასებულია გრანტების გაცემის პრაქტიკა, პროექტების განხორციელების ეტაპები, საგრანტო კონკურსების გამოცხადებისა და ადმინისტრირების ეტაპები, და საგრანტო კონკურსებში მონაწილე და გრანტის მიმღები არასამთავრობო ორგანიზაციების პრაქტიკული გამოცდილება და დამოკიდებულებები.

მოპოვებული მეორად და პირველად (თვისებრივი და რაოდენობრივი) ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამოვლენილია კვლევის მიგნებები და შემუშავებულია რეკომენდაციები საჯარო ინსტიტუტების მიერ საბიუჯეტო სახსრებიდან გაცემული სახელმწიფო გრანტების პროცესის გაუმჯობესებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის სახელმწიფო გრანტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.

გაუზიარე მეგობრებს:
პუბლიკაცია | Economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი