"სკოლის მოსწავლეების სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ცოდნის და დამოკიდებულებების კვლევა"
გამოქვეყნებული:
1 მაისი, 2014
წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოდგენდა საქართველოს საჯარო სკოლებში მოსწავლეების სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ცოდნისა და დამოკიდებულებების შესწავლა. ძირითადი საკვლევი საკითხები: 1. სამეწარმეო საქმიანობის დაწყების სურვილის შესწავლა; 2. მოსწავლეების აზრის შეფასება მეწარმის და სამეწარმეო
საქმიანობასთან მიმართებაში; 3. სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად ძირითადი დაბრკოლებების შესწავლა და ძირითადი მხარდამჭერების გამოვლენა; 4. არსებული საგანმანათლებლო
პროგრამის შეფასება სამეწარმეო საქმიანობის დაწყების ხელშეწყობის მიმართულებით; 5. სამეწარმეო საქმიანობის დაწყების მიზეზების გამოვლენა და სასურველი სფეროების დადგენა.