ადამიანური რესურსების მართვა ადგილობრივი თვითმართველობის დონეზე
გამოქვეყნებული:
19 თებერვალი, 2015
ადგილობრივი თვითმართველობის დონეზე მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვა და პროცესების/პროცედურების გაუმჯობესება. ადგილობრივ თვითმართველობებში, საკადრო პოლიტიკისა და ადამიანური რესურსების განყოფილებები საკმარისად ვერ უზრუნველყოფენ საჯარო მოხელეთა სწორ მართვას და მათი ფუნქცია ძირითადად კონტრაქტის გაფორმებით ამოიწურება. საჯარო მოხელეთა პროფესიული უნარ-ჩვევები და კვალიფიკაცია, ხშირ შემთხვევაში შეუსაბამოა პროფესიულ მოთხოვნებთან და სამუშაო აღწერილობები არ არის სრულყოფილი.