მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში
რეგიონული სტატისტიკის წარმოების ევროპული სისტემის ანალიზი - კვლევის ანგარიში მომზადებულია საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ, პროექტის: „მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში“.
პროექტის მიზანია ქვეყანაში მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება, ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, საკუთარი და ევროკავშირის მოქალაქეების, ბიზნესების და გადაწყვეტილებების მიმღებთა მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობისათვის.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის: „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში.